ჩხრეკა ბარსელონას ოფისში - მოსალოდნელია დაკავებებიც
ესპანური Sport-ის ცნობით, „ბარსელონას“ სათაო ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. სამართალდამცავები რამდენიმე საათია იქ იმყოფებიან.
ჩხრეკა ხოსეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის დროს მომხდარ სკანდალს უკავშირდება.
ბართომეუ კლუბის ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაში დაადანაშაულეს. მას ასევე ბრალი ედება 1 მილიონი ევროს უკანონოდ გამოყენებაში, რაც სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთების, ეგრეთწოდებული ბოტების სკანდალთან არის დაკავშირებული.
ხსენებული სკანდალის შემდეგ, „ბარსელონას“ ექვსმა დირექტორმა პოსტი დატოვა, რომელთა შორის 2 ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ამ მომენტისთვის გამოძიება 2 მიმართულებით მიმადინარეობს: არაკეთილსინდისიერი ადმინისტრირება და ცალკეულ პირებს შორის გავრცელებული კორუფცია.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში შესაძლოა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავოს.