ვის და რატომ ერჩოდნენ ყველაზე ხშირად ბართომეუს ბოტები..?
Aa
Aa

ვის და რატომ ერჩოდნენ ყველაზე ხშირად ბართომეუს ბოტები..?

„ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, სამართალდამცავებმა დღეს დილით საკუთარ სახლში დააკავეს.

ბართომეუ კლუბის ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაში დაადანაშაულეს. მას ბრალი ედება 1 მილიონი ევროს უკანონოდ გამოყენებაში, რაც სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთების, ეგრეთწოდებული ბოტების სკანდალთან არის დაკავშირებული.

ვის მიმართ იყენებდა ყველაზე ხშირად ბართომეუ თავის ბოტებს? ესპანურ პრესაში ამის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

AS-ის ცნობით, მესი და პიკე იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ბართომეუს მმართველობის წლებში ყველაზე მეტს საუბრობდნენ (სტატუსიდან გამომდინარე) და თუ საჭირო იყო არც კრიტიკას ერიდებოდნენ.

აქედან გამომდინარე ბართომეუმ თავისი „ფეიკ ექაუნთები“ სწორედ მესისა და პიკეს კრიტიკისკენ მიმართა.

ლეოს გუნდიდან წასვლის შესახებ საუბრები ბოლო წლებში რამდენიმეჯერ ვიხილეთ, მათ შორის გასულ ზაფხულს საკითხი ყველაზე მწვავედ იდგა. ბოტები არგენტინელს ასეთ დროს უტევდნენ და აკრიტიკებდნენ. ეს კონტრაქტის გახანგრძლივებისას ყოველ ჯერზე ხდებოდა.

პიკეს შემთხვევაში ვითარება სხვაგვარად იყო. ესპანელი ბიზნესში აქტიურად არის ჩართული, ბევრს მოგზაურობს და ხშირად საუბრობს. მისი რამდენიმე განცხადება და ზოგადად ბიზნესში ზედმეტად ჩართულობა კლუბს არ მოსწონდა და თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი მის საფეხბურთო კარიერას ხელს უშლიდა. ბოტები პიკეს სწორედ ამის გამო აკტიტიკებდნენ.

ასევე ცნობილია, რომ პიკემ კლუბი „ფეიკ ექაუნთების“ საქმეზე ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა და ისინი ფულის ფლანგვაში დაადანაშაულა. ხერარდმა ამ თემაზე ბართომეუსთანაც ისაუბრა:

„მას ვუთხარი რა ხდებოდა, ახსნა-განმარტებას ვითხოვდი, რაზეც მიპასუხა: „ხერარდ, არც მე ვიცი რა ხდება“. მას დავუჯერე. შემდეგ ვნახე, რომ ამ თემაზე ბრალდებული პირი კვლავ კლუბში მუშაობდა“.

ბრალდებულებმა (I3 Ventures, დაქირავებული კომპანია, რომელიც როგორც აღმოჩნდა ათასობით ბოტს ფლობდა) თავის გამართლება სცადეს და აღნიშნეს, რომ მესის მიმართ ისინი უბრალოდ დაკვირვებას აწარმოებდნენ და რიგ საკითხებში საზოგადოებრივი აზრი აინტერესებდათ. რა თქმა უნდა, ეს სიცრუე იყო. რამდენიმეჯერ ბოტების მეშვეოებით ლეოს გარემოცვაც გააკრიტიკეს, მათ შორის მისი მეუღლე ანტონელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები