სქოულზი:
Aa
Aa

სქოულზი: "ტიაგო კლოპის სისტემაში ვერ ჯდება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ესპანელი „ლივერპულში“ ვერ გაამართლებს.

სქოულზის თქმით ტიაგოს კლოპის სისტემასთან ადაპტაციისთვის შესაბამისი თვისებები არ აქვს.

„მისი სათამაშო სტილი და ტექნიკა, კლოპის სისტემას არ მიესადაგება. ტიაგო არ არის ის ნახევარმცველი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარცხენა მცველის დასახმარებლად გაიქცევა. ეს მისი სათამაშო სტილი არ არის.

ესპანელი უბრალოდ მოედნის ცენტრში უნდა იდგეს და თამაშს აკონტროლებდეს. აი ამაში ალკანტარა კარგია. გაკვირვებული დავრჩები, თუ „ლივერპულის“ სათამაშო ფილოსოფიას ტიაგო მოერგება.

ვფიქრობ, ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ უფრო მოერგებოდა. ორი საყრდენი ნახევარმცველის გვერდით, ის დადგებოდა მოედნის ცენტრში და თამაშის მშვიდად გაკონტროლებას შეძლებდა“.

გულშემატკივრებმა ტიაგო ჰავერცთან, ვერნერთან და ბეილთან ერთად პრემიერლიგის ყველაზე ჩაფლავებულ ტრანსფერად შერაცხეს.

ალკანტარამ ყველა ტურნირის ეგიდით უკვე 16 მატჩი ჩაატარა, თუმცა საგოლე გადაცემა ჯერაც არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები