შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მინდორს უბრუნდება
Aa
Aa

შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მინდორს უბრუნდება

თურქული ''ქონიას'' 25 წლის ქართველმა შემტევმა ლევან შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და სუპერლიგის უახლოეს მატჩში მონაწილეობას მიიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და მოედანს უბრუნდება.

3 მარტს ''ქონია'' ''ბაშაქშეჰირს'' ესტუმრება, 8 მარტს კი ''ფენერბახჩეს'' უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის 21 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, თურქეთის თასის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

21-გუნდიან თურქეთის სუპერლიგაში ''ქონია'' 31 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

შენგელია თურქულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა ''ქონია'' დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები