Aa
Aa

ანტეტოკოუნმპო და ბუკერი - NBA-ის კვირის საუკეთესო კალათბურთელები

NBA-მ გულშემატკივრებს მიმდინარე რეგულარულის მეათე კვირის საუკეთესო მოთამაშეთა ვინაობა ამცნო. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ აღმოსავლეთ კონფერენციიდან „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი, იანის ანტეტოკოუნმპო, ხოლო დასავლეთ კონფერენციიდან „ფინიქს სანსის“ მსროლელი, დევინ ბუკერი გამოარჩია.

ბერძენი კალათბურთელი საკუთარ გუნდს 3 შეხვედრის მოგებაში დაეხმარა და „მინესოტას“, „ნიუ ორლეანისა“ და „კლიპერსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა. „გრიკ ფრიკმა“ 2 ორმაგი დუბლი გაიფორმა და საშუალოდ 37 ქულას, 10.7 მოხსნასა და 5.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ანტეტოკოუნმპოსგან განსხვავებით, ბუკერის „ფინიქსმა“ გასულ კვირაში 1 შეხვედრა დათმო და „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია, თუმცა დანარჩენ 3 მატჩში იმარჯვა. დევინს „სანსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და იგი საშუალოდ 33 ქულასა და 4.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, „მინესოტას“ წინააღმდეგ კი მიმდინარე სეზონში თავისთვის სარეკორდო, 43 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ მეცხრე კვირის საუკეთესო მოთამაშეები „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის”  გამთამაშებელი, დემიენ ლილარდი და „ბრუკლინ ნეთსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯეიმს ჰარდენი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები