Aa
Aa

განაცხადი მოხსნა - ფედერერი მაიამიში ტიტულს ვერ დაიცავს

როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსის წლევანდელი გათამაშებიდან განაცხადი მოხსნა და 2019 წელს მოგებულ ტიტულს ვერ დაიცავს. „მაესტრომ“ გადაწყვეტილება ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

არადა, გასულ კვირას დაანონსდა, რომ მაიამიში „დიდი სამეულის“ ყველა წარმომადგენელი ითამაშებდა, მაგრამ დიდი შანსია, ფედერერის გარდა, ფლორიდაში ნოვაკ ჯოკოვიჩიც არ ჩავიდეს.

ამის შესახებ რამდენიმე ევროპულმა გამოცემამ დაწერა და ჯოკოვიჩის გადაწყვეტილების მიზეზად გადატვირთული გრაფიკისთვის თავის არიდებას ასახელებენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, მაიამიში ვიხილავთ რაფაელ ნადალს, რომელსაც კონკურენციას ალექსანდრ ზვერევი, ჯონ ისნერი, სტენ ვავრინკა, ნიკ კირიოსი და სხვები გაუწევენ.

მიამის მასტერსი გასულ წელს Covid-19-ის გამო გაუქმდა, წლევანდელი გათამაშება კი 22 მარტიდან დაიწყება. ტურნირის ჩემპიონი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები