ტორინო რომში ვერ მიფრინავს - მატჩი გადაიდო!
Aa
Aa

ტორინო რომში ვერ მიფრინავს - მატჩი გადაიდო!

"ტორინოში" კორონავირუსმა იფეთქა. რამდენიმე ფეხბურთელს და შტაბის წევრს კოვიდ ინფექცია დაუდგინდათ. საუბარია 10 ადამიანზე.

დღეს სერია ა-ს ეგიდით "ლაციო" - "ტორინოს" მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა ხსენებული მიზეზების გამო გადაიდო. სცენარი მეორდება. გასული წლის ოქტომბერში "ნაპოლი" ტურინში ზუსტად იგივე მიზეზით ვერ გაფრინდა. თავდაპირველად გატუზოს გუნდს წაგება ჩაუთვალეს, თუმცა შემდეგ მატჩი გადათამაშდა.

იგივე მოხდება "ლაციოსა" და "ტორინოს" დაპირისპირებაშიც. იტალიური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ რომაული კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდება, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, მაშინ დღეს გასამართი შეხვედრა 7 აპრილს ჩაინიშნება.

ცნობისთვის, "ტორინო" 26 თებერვალს ვერც "სასუოლოს" დაუპირისპირდა. მიზეზი იგივეა - კორონავირუსი. ეს მატჩი კი 17 მარტისთვის გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები