წლის სტადიონი - ბათუმის არენა 10 საუკეთესოთა შორის
Aa
Aa

წლის სტადიონი - ბათუმის არენა 10 საუკეთესოთა შორის

StadiumDB.com-ის გამოკითხვაში ჟიურიმ 20 კანდიდატიდან 10 ფინალისტი გამოავლინა, სადაც ბათუმის სტადიონი საუკეთესო ათეულში მოხვდა.

წლის საუკეთესო სტადიონის გამოვლენა კი გულშემატკივრების ეგიდით გრძელდება. ამ დროისთვის 15 ათასმა ადამიანმა სასურველ სტადიონს ხმა უკვე მისცა.

გულშემატკივრების ხმების საბოლოო შედეგები 2021 წლის 10 მარტს გახდება ცნობილი. ჟიურიმ შემდეგ ეტაპზე შემდეგი 10 სტადიონი გადაიყვანა: აჰმად ბინ ალი სტედიუმი (ყატარი), ბათუმის სტადიონი (საქართველო), ედუქეიშნ სტედიუმი (ყატარი), ინტერ მაიამი (აშშ), კანსეკი (იაპონია), ლინ ფემილი (აშშ), სოფი (აშშ), სტად დე ლა ტურიე (შვეიცარია), სულთან იბრაჰიმი (მალაიზია) და სი'ანი (ჩინეთი).

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ !!!

სავარაუდოდ 10 მარტს დაასახელებს სპეციუალური ჟიური საუკეთესო სტადიონის თავის ვერსიას. 2019 წელს საუკეთესო სტადიონის წოდება უნგრეთში გახსნილ ''პუშკაშ არენამ'' მიიღო.

StadiumDB.com ტრადიციულ გამოკითხვას 2010 წლიდან ატარებს. პირველი გამარჯვებული კი დუბლინში აშენებული ''ავივა სტედიუმი'' გახდა, სადაც ირლანლანდისს ეროვნული საფეხბურთო და სარაგბო ნაკრებები თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები