„ვიღაცებს ეგონათ, რომ კონორი დაუმარცხებელი იყო
Aa
Aa

„ვიღაცებს ეგონათ, რომ კონორი დაუმარცხებელი იყო" - ხაბიბმა მაკგრეგორზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. „არწივმა“ ირლანდიელთან გამართული დაპირისპირება გაიხსენა და განაცხადა, რომ მასთან მოპოვებული გამარჯვებამ ძალიან გაახარა.

„მისი გამოხტომებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ოქტაგონზე ყველას ვაჩვენე, რომ სიტყვების ჰაერზე სროლა არ შეიძლება. საქმით უნდა დაამტკიცო, რასაც ამბობ, კონორმა კი ეს ვერ გააკეთა.

მაკგრეგორის დამარცხება ჩემთვის ძალიან სასიხარულო გახლდათ, რადგან ვიღაცებს ეგონათ, რომ კონორის დამარცხება შეუძლებელი იყო. ამ ბრძოლის შესახებ ბევრს საუბრობდნენ და მთელი ჩემი კარიერა ამ ჩხუბზე იყო დამოკიდებული. როცა გავიმარჯვე, მხრებიდან უდიდესი ტვირთი მომეხსნა. რთულია, სიტყვებით ის შეგრძნება აღწერო, რომელიც მაშინ დამეუფლა. ამიტომ, ყველას ვუსურვებ, რომ ეს თავად გამოსცადოს“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. მან კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები