Aa
Aa

ოლ სტარი - ოსტატობის, ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

NBA-მ „ოლ სტარის“ უქმეებზე გასამართი კონკურსების მონაწილეთა ვინაობა გაასაჯაროვა. წლეულს, კორონავირუსის პანდემიის გამო განსხვავებულ ფორმატს ვიხილავთ და როგორც ყველა ვარსკვლავის მატჩი, ისე ოსტატობის, ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსი ერთ დღეს, თბილისის დროით 8 მარტს გაიმართება.

ტრადიციის მიხედვით, პირველი ოსტატობის კონკურსი გახლავთ და ამ შეჯიბრებაში საუკეთესოს ვინაობას ლუკა დონჩიჩი, კრის პოლი, რობერტ კოვინგტონი, ჯულიუს რენდლი, დომანტას საბონისი და ნიკოლა ვუჩევიჩი გაარკვევენ.

სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას სტეფ კარი, დევინ ბუკერი, დონოვან მიჩელი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი და ზაკ ლავინი მიიღებენ. ჩატენვების კონკურსში კი, რომელიც ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებაზე გაიმართება, ერთმანეთს ობი ტოპინი, კასიუს სტენლი და ანფერნი საიმონსი გაეჯიბრებიან.

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებულს 5-კაციანი ჟიური გამოავლენს, რომელსაც დომინიკ უილკინსი, სპად უები, ჯეისონ რიჩარდსონი, დი ბრაუნი და ჯოშ სმიტი დააკომპლექტებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები