გიორგი შკინინი :
Aa
Aa

გიორგი შკინინი : "ქართულ რაგბს ცვლილებები სჭირდება"

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს ვეტერანი მორაგბე გიორგი შკინინი მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ქართულ რაგბს ცვლილებები სჭირდება. მე იმ თაობის მორაგბე ვარ და მახსოვს რაგბის კავშირი მარტო ერთო ოთახი რომ იყო. ახლა სხვა დროა. ქვეყანაც განვითარდა და რაგბიც. ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. აბუსერიძის გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც მე გავიზარდე. მათ დიდი რაგბი აქვთ ნათამაშები და იციან თანამედროვე რაგბის მოთხოვნები. აქამდე, ჩვენი ძალისხმევით მოვედით და სარაგბო თემმა ჩვენითვე უნდა გადავწყვიტოთ ქართული რაგბის მომავალი, სხვების ჩარევის გარეშე”-განაცხადა შკინინმა

გიორგი შკინინი 2004 წლიდან ბორჯღალოსნების რიგებში ასპარეზობდა. მან ეროვნული ნაკრების კვართი 21-ჯერ მოირგო და ნაკრებს 25 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები