Aa
Aa

"ნომერ პირველი ხარ და ხალხს სურს ნახოს შენი სისუსტე" - იბრაჰიმოვიჩმა ხაბიბი გაამხნევა

UFC-ის დაუმარცხებელ მებრძოლს ხაბიბ ნურმაგომედოვს ძალიან ბევრი მეგობარი ფეხბურთელი ჰყავს. მას ახლო ურთიერთობა არა მხოლოდ რუს მოთამაშეებთან, არამედ ბევრ მსოფლიო დონის ვარსკვალავთანაც აქვს. განსაკუთრებულად ხაბიბი შვედური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდასთან ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მეგობრობს.

რუსმა იუთუბერმა „კრასავამ“ გაავრცელა ვიდეო სადაც მილანის მოქმედი ფეხბურთელი დაღესტნელ მებრძოლს გეიჯთან ბრძოლის წინ ამხვნებს. 

ძმაო როგორ ხარ? ყველაფერი კარგად არის? მატჩის შემდეგ დავიღალე,მაგრამ გამოცდილება მეხმარება და ამიტომ ბევრს ვშრომობ. ხალხი ვერ ხედავს ჩემს შრომას,ისინი მხოლოდ ჩემს თამაშს ხედავენ. მჯერა,რომ დიდი შრომა ყოველთვის შედეგს მოიტანს. ყველაფერი შენ თავშია. თუ ფიქრობ,რომ ახალგაზრდა ხარ, მაშინ ხარ. შენ თუ შენ თავზე მუშაობ და ამტკიცებ,რომ საუკეთესო ხარ - მაშინ შენ გახდები საუკეთესო. უბრალოდ უნდა გააკეთო ეგ. როდესაც ხარ ნომერ პირველი,ხალხს სურს,რომ შენში ნახონ რაღაც სისუსტე.ყოველთვის ერთი და იგივე ნეხვი. მაგრამ ჩვენ კვლავ,კვლავ და კვლავ ვამტკიცებთ ვინ ვართ. არაფერი არ მოდის იოლად. შრომა კი ყოველთვის ფასდება. შენც ყველაფერი მასე გაქვს. შენ ამარცხებ მეტოქეებს არა იმიტომ რომ ზეციური ძალა გაქვს ან გიმართლებს რამეში,არამედ შენ ამისთვის ძალიან ბევრს შრომობ.არა,არა,არა და არა - იმიტომ,რომ შენ შენ ხარ. აუცილებლად გიყურებ!“ 

ხაბიბ ნურმაგომედოვი : "ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური გამხნევება რაც კი მომისმენია. ის არის მსოფლიოს საუკეთესოთა შორის. ჩემი აზრით იბრა ათეულშია. ბრძოლამდე ამის მოსმენა ძალიან მნშვნელოვანი იყო ჩემთვის, მოტივაციისთვის. დიახ ყველაფერი თავიდან მოდის."

ხაბიბმა უკანასკნელი ბრძოლა 24 ოქტომბერს გამართა. დაღესტნელმა მებრძოლმა დასტინ გეიჯი მეორე რაუნდში დაამარცხა და 29-ე მოგება გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები