შეთანხმება შედგა - ზაფხულში ერიკ გარსია ბარსელონას შეუერთდება
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - ზაფხულში ერიკ გარსია ბარსელონას შეუერთდება

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, რომელიც სატრანსფერო სიახლეებით არის ცნობილი ახალ ინფორმაციას გვამცნობს. "მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" შორის შეთანხმება შედგა. ესპანელი მცველი ერიკ გარსია ზაფხულში კატალონიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

20 წლის ფეხბურთელი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მშობლიურ კლუბში დაბრუნება. პეპ გუარდიოლა ერიკს იშვიათად ენდობა და თამაშის საშუალება თითქმის არ ეძლევა.

ცნობისთვის, გარსია 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით "ბარსელონას" აკადემიაში იზრდებოდა. 2018 წელს კი მანჩესტერს მიაშურა. ესპანელმა უკანახაზელმა "ქალაქელების" მაისური დღემდე მხოლოდ 32-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები