''დაუჯერებელია, ამ აბსურდზე კომენტარის გაკეთება'' - მარკიზიომ პოლიტიკაში წასვლა გამორიცხა
Aa
Aa

''დაუჯერებელია, ამ აბსურდზე კომენტარის გაკეთება'' - მარკიზიომ პოლიტიკაში წასვლა გამორიცხა

იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინის ''იუვენტუსის'' ექს-ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო შესაძლოა ტურინის მერის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა ფეხბურთელმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

მარკიზიომ ინფორმაციას აბსურდა უწოდა: ''დაუჯერებელია, რომ ამ აბსურდზე კომენტარი უნდა გავაკეთო. პოლიტიკა სერიოზული რამ არის. მოდით, სერიოზულები ვიყოთ''.

იტალიური მედია წერდა, რომ 35 წლის იტალიელი კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრიდა, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

2005-18 წლებში მარკიზიო ''იუვენტუსის'' ღირსებას იცავდა. ის ტურინშია დაბადებული და კარიერის საუკეთესო წლები მშობლიური ქალაქის გუნდს მიუძღვნა. სერია ა-ს გამარჯვებული 7-ჯერ გახდა.

იტალიის ეროვნულ გუნდში 2009-17 წლებში 55 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები