ცვლილებები ხელბურთში - ნაკრებს სანდუ ფლორინ იაკობი უხელმძღვანელებს
Aa
Aa

ცვლილებები ხელბურთში - ნაკრებს სანდუ ფლორინ იაკობი უხელმძღვანელებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს, რუმინელი სპეციალისტი სანდუ ფლორინ იაკობი უხელმძღვანელებს.

43 წლის რუმინელს მთავარ მწვრთნელად ხუთ რუმინულ გუნდსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია.

მისი სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს დაიწყო, როცა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც ვასლუიში, კონსტანტაში, ფოკსანში, ბუქარესტის სტიაუასა და ბაკაუში იმუშავა. კონსტანტასთან ერთად 2017-18 წლების სეზონში რუმინეთის თასის მფლობელიც გახდა, როცა მისმა გუნდმა ფინალში ტიმიშოარა 23:21 დაამარცხა.

სანდუ იაკობმა მოთამაშის რანგში რუმინეთის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, ხოლო თასის მოგება 5-ჯერ მოახერხა

მას რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 154 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 576-ჯერ გამოიჩინა. ფლორინი 2009 წლის ხორვატიის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანი იყო.

სანდუ ფლორინ იაკობი - ნაკრების მწვრთნელი 

ლევან სალუქვაძე - ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

ირაკლი გვილაშვილი - ხელბურთელი

ბოლოს ეროვნულ ნაკრებს სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი წვრთნიდა. სერბი სპეციალისტი ნაკრებში 2019 წლის მაისში დანიშნეს და მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ხელბურთელებმა თბილისში გამართული IHF-ის ერთა ჩემპიონატზე ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები