ვაჩიბერაძე უკრაინაში დაბრუნდა - 25 წლის ფეხბურთელი ჩერნომორეცში ითამაშებს
Aa
Aa

ვაჩიბერაძე უკრაინაში დაბრუნდა - 25 წლის ფეხბურთელი ჩერნომორეცში ითამაშებს

ერთ დროს უკრაინული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი ბექა ვაჩიბერაძე უკრაინაში დაბრუნდა და რანგით მეორე ლიგის ოდესის ''ჩერნომორეცის'' ფეხბურთელი გახდა. ინფორმაცია უკრაინული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის ბექა ვაჩიბერაძეს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი დონეცკის ''შახტარისა'' და ესპანური ''ბეტისის'' სარეზერვო გუნდებში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არ დაუწინაურებიათ. ესპანეთიდან წამოსვლის შემდეგ ერთი სეზონი ლატვიურ რფს-ის რიგებში გაატარა, გასულ სეზონში ბელგიის რანგით მეორე ლიგის ''ლომელში'' ირიცხებოდა.

2018 წელს წელს ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს, თუმცა მისი კარიერული რეგრესიდან გამომდინარე ვლადიმირ ვაისს არ მიუწვევია.

ასევე საინტერესოა, რომ 2014-15 წლების სეზონში ''შახტარის'' 19-წლამდე გუნდთან ერთად UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები