დიდი უპირატესობით მოიგო - კანკავა ვალანსიენის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
Aa
Aa

დიდი უპირატესობით მოიგო - კანკავა ვალანსიენის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველი საყრდენი გულშემატკივრებმა თებერვალში გამართული მატჩების შემდეგ გამოარჩიეს და მან კევინ კაბრალსა და ბაპტისტ გულომეს აჯობა.

„თქვენ, ქართველი ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა თვის საუკეთესო ფეხბურთელად დიდი უპირატესობით აირჩიეთ“, - წერს „ვალანსიენის“ ფეისბუქ გვერდი.

 

Vous avez élu, à une grande majorité, notre milieu de terrain géorgien ???????????????? ???????????????????????????? joueur du mois de février ! Merci à notre partenaire Au Bureau (Valenciennes) et Au Bureau (Saint-Amand-les-Eaux) ????

Posted by VAFC - Valenciennes Football Club on Thursday, March 4, 2021

 

შეგახსენებთ, რომ კანკავას გუნდს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს. „ვალენსიენი“ უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მაგრამ მიზნის მიღწევა იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან მე-5-ადგილოსან „პარიზს“ 8 ქულით ჩამორჩება.

კანკავას რაც შეეხება, თებერვალში, მან „ვალანსიენის“ ყველა შეხვედრაში ითამაშა და 5-ჯერ ლიგა 2-ის, ხოლო ერთხელ საფრანგეთის თასის ეგიდით გამართულ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ჯაბამ 5 შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო საფრანგეთის თასზე 83-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები