ლივერპულის კოშმარი გრძელდება - ზედიზედ მე-6 საშინაო მარცხი
პრემიერ ლიგის მოირგ ტურში "ლივერპულმა" "ფულემს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. კლოპის გუნდი საშნელ ფორმაში იმყოფება. ეს "მერსისაიდელებისთვის" ზედიზედ მე-6 საშინაო მარცხი იყო.
ასეთი შედეგი ბოლოს "ლივერპულმა" 1953/1954 წლებში დააფიქსირა. მაშინ კი მერსისაიდული გრანდი პირველად გავარდა პრემიერ ლიგიდან.
6 – Liverpool have lost each of their last six home games in the Premier League – the first season they’ve suffered six home league defeats since 1953-54 (6) when they finished bottom, and also the last campaign in which they were relegated. Bombshell. pic.twitter.com/A5E5aMruX3
— OptaJoe (@OptaJoe) March 7, 2021
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მე-5 საშინაო წაგების შემდეგ "ლივერპული" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რანგში ზედიზედ 5 საშინაო შეხვედრა დათმო. გერმანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ''ბარნლისთან'' (0:1), ''ბრაიტონთან'' (0:1), ''მანჩესტერ სიტისთან'' (1:4), ''ევერტონთან'' (0:2) და ''ჩელსისთან'' (0:1).
დღეს კი ეს ცუდი სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზარდა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის "ლივერპულს" პრემიერ ლიგაში 43 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს იურგენის შეგირდები 15 მარტს სტუმრად "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავენ.