მორიგი პრობლემა მილანში - ტეო ერნანდესი ტრავმირებულია
Aa
Aa

მორიგი პრობლემა მილანში - ტეო ერნანდესი ტრავმირებულია

სერია ა-ს მორიგ ტურში "მილანი" "ვერონას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. "როსონერი" ამ შედეგით კმაყოფილი იქნება, თუმცა სპორტულ მედიაში იტალიური გრანდის გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მიმდინარე სეზონის გამორჩეული ფეხბურთელი ტეო ერნანდესი ტრავმირებულია. ფრანგმა მარცხენა მცველმა დაზიანება გასულ ტურში "უდინეზესთან" მატჩში მიიღო და ჯერჯერობით მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.

სტეფანო პიოლის გუნდი ევროპის ლიგაზე ასპარეზობს, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით ძლიერი მეტოქე ჰყავს. "როსონერიში" ახლა ტრავმები მეფობს. იბრაჰიმოვიჩი, მანჯუკიჩი, ჩალჰანოღლუ, ანტე რებიჩი, ისმაილ ბენასერი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც ახლა ტრავმა აქვთ და მათი "წითელ ეშმაკებთან" თამაში სათუოა.

ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ახლა ტეო ერნანდესიც დაემატა, რაც პიოლის ახალ თავსატეხს უჩენს. ამ პრობლემების ფონზე "მილანს" "მანჩესტერ იუნაიტედთან" წარმატების მიღწევა გაუჭირდება. ხსენებული მატჩი კი 11 მარტს თბილისის დროით 21:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები