რთული გამარჯვება - ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჩოგბურთელი დაამარცხა
Aa
Aa

რთული გამარჯვება - ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჩოგბურთელი დაამარცხა

დოჰაში მიმდინარე მამაკაცთა 250-იან საჩოგბურთო ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა წაგებული პირველი სეტის შემდეგ იმარჯვა. 

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:6 6:4 6:2 დაამარცხა. ნიკამ 7 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მატჩამდე, მილმანი ATP რეიტინგში 41-ე ადგილზე იმყოფებოდა და ნიკოლოზს მხოლოდ ერთი საფეხურით უსწრებდა. ეს მოთამაშეები აქამდე ერთმანეთს სულ ორჯერ იყვნენ შეხვედრილნი და ანგარიში 1:1 იყო.

მომდევნო წრეში ბასილაშვილი ბორნა ჩორიჩსა და მალეკ ჯაზირის შორის გამარჯვებულს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი, შესაძლოა, ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდეს.

ნიკა ბასილაშვილმა დღევანდელი გამარჯვებით ATP-ის ეგიდით 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. მას ანტალიის ტურნირის შემდეგ, ანუ იანვრიდან მოყოლებული არ ჰქონდა მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები