მეორე გამარვება - ახალგაზრდა ფრენბურთელებმა ლიეტუვა დაამარცხეს
Aa
Aa

მეორე გამარვება - ახალგაზრდა ფრენბურთელებმა ლიეტუვა დაამარცხეს

დიღომში მდებარე ვ.კაჭარავას სახელობის „ფრენბურთის არენაზე“  ფრენბურთის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატში დასრულდა.

საქართველოს 17 წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ქართველმა ახალგაზრდებმა ტურნირის ბოლო მატჩში 5-სეტიან ბრძოლაში ლიეტუვას გუნდი ანგარიშით 3:2 (25:23; 14:25; 18:25; 25:22; 15:9) დაამარცხეს.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება სომხებთან იზეიმა. ჩვენმა ფრენბურთელებმა სტუმრებს ანგარიშით 3:0 (25:13; 25:11; 25:9) მოუგეს.

გათამაშების ჩემპიონი კი პოლონეთი გახდა,რომლებმაც ფინალში ბელარუსის ნაკრები დაამარცხეს.

გოგოებმა კი ლატვიაში ჩატარებული აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულეს. სამწუხაროდ ჩვენმა სპორტსმენება ყველა შეხვედრა დათმეს. ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ მარიამ მუშკუდიანი დასახელეს.

ცხელი ამბები