კონტრაქტი ხელმოწერილია - ფიური და ჯოშუა 2 ბრძოლაზე შეთანხმდნენ
Aa
Aa

კონტრაქტი ხელმოწერილია - ფიური და ჯოშუა 2 ბრძოლაზე შეთანხმდნენ

ბრიტანელმა მოკრივეებმა, ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ შეთანხმებას მიაღწიეს და 2 ბრძოლის გამართვის თაობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს. ეს ინფორმაცია Sky Sports-ს „ეიჯეის“ პრომოუტერმა, ედი ჰირნმა დაუდასტურა და გამოცემასთან საუბრისას განაცხადა:

„მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს და მომდევნო კვირების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ, რათა კრივის ისტორიაში უდიდესი ჩხუბის გამართვის თარიღი და ადგილი შევარჩიოთ.

ადგილთან დაკავშირებით 8-9 შემოთავაზება უკვე მივიღეთ. ახლო აღმოსავლეთის, აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები დაგვიკავშირდნენ და წინადადებით მოგვმართეს. ეს ბრძოლა კრივის ისტორიაში უდიდესი, ხოლო სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა. ამიტომ, ქვეყანას, სადაც ეს ჩხუბი გაიმართება, მასპინძლის სტატუსი ძალიან წაადგება“.

ESPN-ის ინფორმაციით, პირველ ბრძოლაში მოკრივეების ჰონორარი 50-50-ზე იქნება, მატჩრევანშში კი - 60-40-ზე გამარჯვებულის სასარგებლოდ. პირველ ჩხუბს სავარაუდოდ, 2021 წლის ივნისში ან ივლისში ვიხილავთ, მატჩრევანში კი ამავე წლის დეკემბერში ან ნოემბერში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები