რინგზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ - ტაისონმა მომდევნო ბრძოლის თარიღი დაასახელა
Aa
Aa

რინგზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ - ტაისონმა მომდევნო ბრძოლის თარიღი დაასახელა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ იჩხუბებს. „რკინის მაიკმა“ სამომავლო გეგმებზე თავის პოდკასტში, Hotboxin’-ში ისაუბრა და მომდევნო ბრძოლის თარიღი გააჟღერა.

„მაისის ბოლოს. იქ, სადაც კანელო ალვარესმა და ავნი ილდირიმმა იჩხუბეს. ზუსტად არ ვიცი, როდის, მაგრამ ან 29 მაისი იქნება, ან 31“, - განაცხადა ტაისონმა.

„რკინის მაიკს“ მომდევნო მეტოქის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მთავარი კანდიდატი ევანდერ ჰოლიფილდია, რომელმაც ტაისონი რინგზე რამდენჯერმე გამოიწვია. ახლახან, ჰოლიფილდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ყოფილ მეტოქესთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ჩემს რიტმს ვუბრუნდები და ველოდები ცეკვაში ჩემი პარტნიორი, მაიკ ტაისონი როდის გამოჩნდება. სად ხარ მაიკ“?

შეგახსენებთ, რომ ტაისონმა ბოლოს 2020 წლის ნოემბერში იჩხუბა და როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდა. კრივის ლეგენდების ბრძოლამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია და მათი ჯახი ფრედ დამთავრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები