ტაისონი:
Aa
Aa

ტაისონი: "ბრძოლა ჰოლიფილდსა და ჩემს შორის შედგება!"

კრივის სამყარო ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდა - საჩვენებელი ჩხუბი 54 წლის მაიკ ტაისონსა და 58 წლის ევანდერ ჰოლიფილდს შორის შედგება!

მაიკ ტაისონმა ამის შესახებ ინსტაგრამის LIVE-ში ისაუბრა. ტაისონი ადასტურებს, რომ მათი ბრძოლა 29 მაისს შედგება და წესები იგივე იქნება, როგორიც „რკინის მაიკისა“ და როი ჯონსს შორის გამართული ბრძოლისას 2020 წლის ნოემბერში იყო.

„ბრძოლა ჰოლიფილდსა და ჩემს შორის შედგება! ჰოლიფილდი თავმდაბალი ადამიანია, ის ღმერთის კაცია, თუმცა მეც ღმერთის კაცი ვარ და 29-ში ვგეგმავთ, რომ ორივენი წარმატებულები ვიყოთ.

ჩვენ კონტრაქტი უნდა დავხუროთ, რამდენიმე დეტალიღა რჩება შესათანხმებელი. ბევრი რამ ვისწავლე და ჩვენ პრომოუტერები არ გვჭირდება. ისინი აშკარად გადაფასებულები არიან“.

მას შემდეგ, რაც ბრძოლა ოფიციალურად დადატურება, ეს ტაისონისა და ჰოლიფილდის მე-3 შერკინება იქნება. ისინი ერთმანეთს პირველად 1996 წელს დაუპირისპირდნენ,  რომელიც ჰოლიფილდმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. 1997 წელს კი მაიკი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რადგან ევანდერს ყური მოაჭამა.

„რკინის მაიკი“ გეგმავს, რომ 54 წლის ასაკში ჰოლიფილდს პირველად მოუგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები