წელს პირველად თიხაზე - ბასილაშვილი კალიარიში იასპარეზებს
Aa
Aa

წელს პირველად თიხაზე - ბასილაშვილი კალიარიში იასპარეზებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი თიხის კორტებს უბრუნდება და თიხაზე წელს პირველად იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელი კალიარის ტურნირზე გამოვა. 

სარდინიის ღია პირველობის სახელით ცნობილი გათამაშება 5 აპრილიდან დაიწყება და ნიკას გარდა მასში იან-ლენარ შტრუფი, ჯონ მილმანი, ასლან კარაცევი და სხვები ითამაშებენ. 

სარდენიის ღია პირველობა 5-11 აპრილს გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 408.800 ევრო იქნება. ATP 250-იან გათამაშებაში ტოპ კლასის ჩოგბურთელები არ გამოვლენ. კენჭისყრა კვირის ბოლოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დოჰას ტურნირის შემდეგ ბასილაშვილმა მაიამიში იასპარეზა და შვედ ჩოგბურთელთან, მიკაელ იმერთან 3:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები