პანდემიის გამო როლან გაროსი შესაძლოა ჩაიშალოს
Aa
Aa

პანდემიის გამო როლან გაროსი შესაძლოა ჩაიშალოს

საფრანგეთში გასამართი „დიდი სლემის“ ტურნირი როლან გაროსი შესაძლოა გაუქმდეს.

საფრანგეთში პანდემიის მესამე ტალღაა და კომენდანტის საათი კვლავინდებურად ძალაშია. ხელისუფლება დამატებით თვითიზოლაციის შემოღებას გეგმავს, რომელიც 1 თვეს გასტანს.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჟილ მორეტონის თქმით, თუ თვითიზოლაცია ერთის ნაცვლად 2 თვეს გასტანს, შესაძლოა მათ ტურნირის გაუქმებაც მოუწიოთ. მისი თქმით, ტურნირის ორგანიზატორები ყველაფერს იღონებენ, რომ როლან გაროსი ჩატარდეს. განიხილება შეხვედრების ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებაც.

როლან გაროსის 2021 წლის გათამაშება 23 მაისისთვის არის ჩანიშნული. ტურნირი გასულ წელს პანდემიის გამო შემოდგომაზე გადაიტანეს. კორონავირუსის გავრცელების დიდი რისკებიდან გამომდინარე უიმბლდონი საერთოდ გააუქმეს.

საფრანგეთში კოვიდ-19-ით ბოლო ორი დღის მანძილზე 46,677 ადამიანი დაინფიცირდა. 300-ზე მეტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები