მარიხუანა და სტრიპტიზიორები - პირსი ESPN-დან სკანდალური LIVE-ს გამო გააგდეს
Aa
Aa

მარიხუანა და სტრიპტიზიორები - პირსი ESPN-დან სკანდალური LIVE-ს გამო გააგდეს

ლეგენდარული კალათბურთელი პოლ პირსი ტელეკომპანია ESPN-მა სამსახურიდან გაათავისუფლა. ბეჭდის მფლობელი პირსი სპორტულ არხზე NBA-ის ანალიტიკოსად და ექსპერტად მუშაობდა.

გათავისუფლების მიზეზად დასახელდა პირსის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული LIVE, რომელშიც ის სტირპტიზიორ ქალებთან ერთად პოკერს თამაშობდა და მარიხუანას ეწეოდა.

გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ESPN-ის ხელმძღვანელები იძულებულნი გახდნენ, ექსპერტად მომუშავე ყოფილი კალათბურთელი დაეთხოვათ.

43 წლის პირსმა ტელევიზიაში მუშაობა 2017 წელს, კარიერის დასრულებისთანავე დაიწყო და NBA Countdown-ის, The Jump-ისა და სხვა გადაცემების თანაწამყვანი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები