ვინისიუსი:
Aa
Aa

ვინისიუსი: "ყველაფერი გავაკეთეთ რაც ზიდანმა გვითხრა"

„ლივეპრულთან“ ჩინებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ,  ვინისიუსმა პრესასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა:

„გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ჩემპიონთა ლიგაა და 3:1 კარგი შედეგია. ჩვენ წელს ბევრი ვიმუშავეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. მნიშვნელოვანია ყველა მატჩის მოგება და ჩვენ ამას ვაკეთებთ.

ჩვენ მეტოქეს არაფრის შექმნის საშუალება არ მივეცით. ერთხელ შემოგვიტიეს და გაიტანეს. ასევე უნდა განვაგრძოთ. ვმუშაობთ, რომ ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს. სიმშვიდის შენარჩუნებაში მწვრთნელი ძალიან გვეხმარება. ყველაფერი გავაკეთეთ რაც ზიდანმა გვითხრა.

ვიღაცები გარედან ყოველთვის საუბრობენ, თუმცა მე მუშაობას ვაგრძელებ. თანაგუნდელები ძალას მაძლევენ, რაც მჭირდება, რათა შეტევა დავიწყო და საჭირო მომენტში გავიტანო.

კროოსი წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ის კლუბის ლეგენდაა. მისი დონის სათამაშო კლასი სხვას არავის აქვს. მადლობა მას ასეთი პასისთვის.

შანსები კვლავ 50-50-ზეა. ლივერპული კარგი გუნდია. ინგლისში მოსაგებად წავალთ. ისეთივე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, როგორც დღეს და გავიმარჯვოთ.

რამდენად დავიღალე ამ მატჩის შემდეგ? 1-დან 10-ბალიანი სისტემით? ვიტყოდი, რომ ათი. თუმცა კარგია გამოსვლა და ასე თამაში. ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე, ის ძალიან მიყვარს“.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს „რეალი“ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს, რის შემდეგაც მადრიდელებს „ლივერპულთან“ განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები