კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "უცნაურ სტადიონზე მოგვიწია თამაში"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ პირველ დაპირისპირებაში მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონი გააკრიტიკა.

რა თქვა კლოპმა?

„უცნაური საღამო იყო, რადგან „სამეფო კლუბის“ სტადიონი ჩვენთვის რთული აღმოჩნდა. ეს განსხვავებული სტილის მოედანია. „ენფილდი“ ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს და ინგლისში განსხვავებულ თამაშს ვიხილავთ. ვფიქრობ, „რეალს“ გაუჭირდება.

თუ გსურთ რაიმე ემოციური მომენტის გახსენება „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ თამაშს უყურეთ. ის შედეგი მეტწილად სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ განაპირობა.

ყველაფერი ისე არ არის როგორც წარმოგიდგენიათ. მე არ შემიძლია დავჯდე და ვთქვა, რომ აუცილებლად „ქამბექს“ შევასრულებთ. ახლა გულშემატკივრები არ იქნებიან და იგივეს ვერ შეგპირდებით.“

"ქამბექი" "ბარსელონასთან"

2019 წლის პირველ მაისს იურგენ კლოპის გაწვრთნილი შეგირდები „კამპ ნოუს“ ესტუმრნენ და 0:3 დამარცხდნენ. იმ დროს „ბარსელონა“ შესანიშნავ ფორმაში იყო და თამაშს თამაშზე იგებდა. 7 მაისს ინგლისში განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. მერსისაიდელებმა ისტორიული „ქამბექი“ შეასრულეს და 4:0 გაიმარჯვეს. სწორედ ამ მატჩზე საუბრობდა გერმანელი სპეციალისტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები