თავდადება და ბოლომდე ბრძოლა - ბასილაშვილმა კოვალიკი დაამარცხა
Aa
Aa

თავდადება და ბოლომდე ბრძოლა - ბასილაშვილმა კოვალიკი დაამარცხა

კალიარის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-2 რაუნდში ჩაერთო და  რეიტინგის 128-ე ნომერი იოზეფ კოვალიკი სამ სეტში 4:6 6:4 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათი და 58 წუთი გრძელდებოდა.

პირველ სეტში ქართველი ჩოგბურთელი 1-ბრეიკიანი უპირატესობით დამარცხდა. იგივე მეორე სეტში განმეორდა, თუმცა ამჯერად ბასილაშვილის სასარგებლოდ. გადამწყვეტი სეტი დრამატული გამოდგა. სლოვაკმა ჩოგბურთელმა ბრეიკი მალევე შეასრულა და 3:0 დაწინაურდა.

ბასილაშვილმა უკუბრეიკის შესრულება შეძლო, ანგარიში 2:3 გახდა, თუმცა თავისი ჩაწოდება კვლავ წააგო და მოწინააღმდეგე ისევ წინ გავიდა. ნიკა არ ნებდებოდა და იოზეფის კიდევ ერთი ჩაწოდება მოიგერია. კვლავ ბრეიკი და 3:4. იმ დროს, როდესაც ბასილაშვილი 4:5-ზე აწვდიდა 5 მატჩ პოინტი მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ საქართველოს პირველმა ნომერმა ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და შეხვედრა მოიგო.

ცნობისთვის, ეს მოთამაშეები ისტორიაში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. 2016 წელს ნიკოლოზმა კოვალიკი გერმანიაში სამ სეტში 6:1 4:6 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკანასკნელი ორი მატჩი წააგო. ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა ჯერ დუბაიში ტეილორ ფრიცის წინააღმდეგ დათმო. ამის შემდეგ კი მაიამის მასტერსზე გადაინაცვლა და მიკაელ იმერთან დამარცხდა.

მომდევნო მატჩს მეოთხედფინალში ნიკოლოზი გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის წინააღმდეგ გამართავს. გეტყვით, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთს ისტორიაში 6-ჯერ შეხვდნენ. 4 მოგება გერმანელზე მოდის, 2 კი ქართველზე.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები