მინიმუმ 25 გოლი 11 სეზონში - რონალდუს მორიგი მიღწევა
Aa
Aa

მინიმუმ 25 გოლი 11 სეზონში - რონალდუს მორიგი მიღწევა

სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მასპინძლობს. მე-13 წუთზე პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გახსნა. ეს გოლი კი მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ვეტერანმა თავდამსხმელმა სერია ა-ს ეგიდით 25-ე გოლი გაიტანა. ამ რაოდენობის გოლების გატანა რონალდუმ შიდა ჩემპიონატებში ბოლო 12 წელიწადში 11-ჯერ შეძლო. კრიშტიანუმ მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ 2018/2019 წლების სეზონში ვერ დააფიქსირა. ტურინული კარიერის პირველ წელს პორტუგალიელმა სერია ა-ს მეტოქეების კარი 21-ჯერ აიღო.

რონალდუს სტატისტიკა "იუვენტუსში"

2018 წლის შემდეგ 36 წლის შემტევმა „ბიანკონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 125-ჯერ მოირგო, 97 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები