მიულერი:
Aa
Aa

მიულერი: "მკვლელის ინსტინქტი დაგვაკლდა"

პსჟ-სთან მარცხის (2:3) შემდეგ, ტომას მიულერმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს მკვლელის ინსტიქტი დააკლდა.

„ჩვენ მეტი გოლის გატანა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლია განვიხილოთ გაშვებული გოლები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს დაპირისპირება ჩვენთვის 6:3 დასრულდება, ამაზე არავინ იწუწუნებს“.

მიულერი აღნიშნავს, რომ „ბაიერნის“ მთავარი შეცდომა დაცვაში დაშვებული შეცდომები არ ყოფილა:

„ჩვენ მათთვის ამდენის უფლება ნამდვილად არ მიგვიცია. მკვლელის ინსტინქტი, რომ გვეჩვენებინა, რითიც ხშირად გამოვირჩევით, ასეთ შემთხვევაში სულ სხვა თამაშს ვიხილავდით.

გასაგებია, რომ პარიზელთა შეტევებს სამუდამოდ ვერ შეაჩერებ. ჩვენ შემტევი სტილი გვაქვს და ამიტომ გაგვაქვს ბევრი გოლი. ამიტომ ვიგებთ ბევრ მატჩს. დღეს ხელიდან ბევრი შანსი გავუშვით“.

გუნდის თამაშით ამაყობს ჰანსი ფლიკი:

„შექმნილი მომენტები, რომ გამოგვეყენებინა შესაძლოა სხვა შედეგი მიგვეღო. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორც ვითამაშეთ. როგორც ვითამაშეთ, ეს ძალიან კარგი იყო. ეს გუნდი არასდროს ნებდება, ჩემი კომპლიმენტები მათ.

შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ნახევარფინალში გავიდეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები