''დიდი თავგადასავალი და სასიამოვნო გამოცდილება'' - მიქაუტაძემ ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
Aa
Aa

''დიდი თავგადასავალი და სასიამოვნო გამოცდილება'' - მიქაუტაძემ ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აცხადებს, რომ შვედეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და გუნდური სავარჯიშო პროცესი განაახლა.

''ეს საკმაოდ გრძელი გზა აღმოჩნდა, დიდი თავგადასავალი იყო, დაახლოებით 10-11 საათი დამჭირდა იმისთვის, რომ ბელგიიდან საქართველოში ჩავსულიყავი და ეროვნულ ნაკრების ვარჯიშში მონაწილეობა მიმეღო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ძალიან თბილად დამხვდნენ, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ეროვნულ ნაკრებში პირველი მიწვევა ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. როცა შვედეთთან მატჩში მინდორზე გავედი, საკმაოდ ინტენსიური და სწრაფი თამაში მიდიოდა.

ვარჯიში განვაახლე, თავს კარგად ვგრძნობ, ახლა მხოლო კლუბზე ვფიქრობ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვოთ''.

მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი შვედეთთან ჩაატარა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც სანიოლის გუნდს ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებში ვერ დაეხმარა.

20 წლის ტალანტმა ბელგიური ''სერენის'' მაისურით მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. მიქაუტაძე ''მეცის'' საკუთრებაა და ბელგიის რანგით მეორე ლიგაში იჯარით თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები