MVP და ტურის სიმბოლურში - ყაზაიშვილს კარგი თამაში დაუფასდა
Aa
Aa

MVP და ტურის სიმბოლურში - ყაზაიშვილს კარგი თამაში დაუფასდა

სამხრეთ კორეის K ლიგის მერვე ტურში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" "სეულს" დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელმაც თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მერვე ტურის დასრულების შემდეგ, K ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტურის MVP და საუკეთესო თერთმეტეული გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ MVP ვაკო გახდა და ტურის სიმბოლურშიც ღირსეულად დაიკავა ადგილი.

[Round MVP & B11] 하나원큐 K리그1 2021 R08 MVP 울산현대 바코 _ #KLEAGUE #MVP #B11

Posted by K리그(K LEAGUE) on ოთხშაბათი, 07 აპრილი, 2021

ცნობისთვის, ხსენებული დაპირისპირება "ულსან ჰიუნდაის" შემადგენლობაში ყაზაიშვილისთვის რიგით მე-4 იყო, თუმცა ძირითად შემადგენლობაში "სეულთან" პირველად გამოჩნდა. იმასაც გეტყვით, რომ "ულსან ჰიუნდაის" 8 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და პირველ ადგილოსან "ჯეონბუკს" 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 11 აპრილს "სუვონ სიტის" წინააღმდეგ გამართავს. 

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი ბოლოს „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა. ვაკო ამერიკულ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა „სან ხოსეს“ მაისური 82-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო.

MLS-ის დატოვების შემდეგ, ყაზაიშვილს რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ. უცხოური გამოცემების ცნობით, "ჯვაროსნების" შემტევს თურქული კლუბის ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი სამხრეთ კორეულ გუნდზე შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები