დი სანტო:
Aa
Aa

დი სანტო: "მესი საკუთარ გულს უნდა მიენდოს"

სპეკულაციები მესის „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ არ წყდება. 6 ოქროს ბურთის მფლობელის ყოფილმა თანაგუნდელმა არგენტინის ნაკრებში ფრანკო დი სანტომ ლეოს კატალონიაში დარჩენა ურჩია.

„მესი საკუთარ გულს უნდა მიენდოს და „ბარსელონაში“ დარჩეს, რათა კლუბს ძველი დიდება დაუბრუნოს.“ - ამბობს დი სანტო

ლაპორტას გაპრეზიდენტების მიუხედავად, მესის გუნდიდან წასვლის შესახებ საუბრები არ წყდება, რადგან არგენტინელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და არანაირი სიახლე არ არასებობს იმისა, რომ ლეო ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

დი სანტო იმასაც ამბობს, რომ ლიონელის ახალ გარემოში ხილვა საინტერესო იქნებოდა, თუმცა მას ურჩევნია, რომ ლეო „ბარსელონაში“ დარჩეს.

რა თქვა დი სანტომ?

მესიმ „ბარსელონასგან“ უდიდესი პატივი დაიმსახურა. ფეხბურთი გუნდური სპორტია, მაგრამ კატალონიური გრანდის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ლიონელმა შეიტანა.

ვფიქრობ, რომ „ბლაუგრანა“ მესის გარეშე ამდენ ტიტულს ვერ მოიგებდა. ლეო კატალონიაში ყველაფრის გასაღებია. მან ყველასგან უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა.

კარგი იქნებოდა მისი პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში ხილვა, მაგრამ მე მსურს ლეოს კვლავ ბარსაში ვუყურო და ვნახო როგორ იგებს ტიტულებს.

მე რომ მის ადგილზე ვიყო აუცილებლად დავაიგნორებდი ხალხის აზრს და მხოლოდ იმას მივენდობოდი, რასაც ჩემი გული მეტყოდა. ვფიქრობ, ლიონელი „ბარსელონას“ კიდევ უფრო ძლიერს გახდის.“

არის მესი კვლავ მსოფლიოში საუკეთესო?

მიუხედავად ცუდად დაწყებული სეზონისა, ლეო ბრძოლის გარეშე არ აპირებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების დათმობას. ფრონტზე კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი ჩანან, თუმცა ბოლო პერიოდში არგენტინელი სუპერვარსკვლავი ისევ ახერხებს გულშემატკივრების გაოცებას და გახარებას.

მესი და "ბარსელონა" დღეს

23 გოლით და 8 ასისტით ლეო ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. კატალონიელები „ატლეტიკოს“ 1 ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ ჩაერთნენ. ეს ყველაფერი კი მეტწილად არგენტინელი შემტევის დამსახურებაა. ასევე „ბარსელონა“ კოპა დელ რეის ფინალშიც გავიდა, რომელშიც 17 აპრილს „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები