ჯოკოვიჩი ნადალი და სხვები - ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს იწყებს
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ნადალი და სხვები - ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსს იწყებს

საქართველოს პირველი ჩოგანი, 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგი ტურნირისთვის ემზადება. 12 აპრილიდან მონაკოში მონტე კარლოს მასტერსი იწყება.

ბასილაშვილი ტურნირზე პირველივე წრიდან ჩერთვება და მისი მეტოქე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 37-ე ნომერია. ცნობისთვის ქართველი 36-ე არის.

კრაინოვიჩის წინააღმდეგ ნიკას სულ 3-ჯერ აქვს ნათამაშები, რომელთაგან 2 დაპირისპირება ბასილაშვილმა მოიგო. 2014 წელს ასტანაში ქართველმა 6:3, 7:5 მოიგო, იმავე წელს სერბმა რევანში აიღო და იტალიაში კორტინაში 7:5, 3:6, 6:3 იმარჯვა. ბოლოს მათი დაპირისპირება 2015 წელს დოჰაში შედგა - 6:3, 6:3 ნიკას სასარგებლოდ.

თუ, ბასილაშვილი კრაინოვიჩს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპზე რუსი დანილ მედვედევის (მსოფლიოს მე-2 ჩოგანი) წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

მონტე კარლოში ნოვაკ ჯოკოვიჩს და რაფაელ ნადალსაც ვიხილავთ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 460 585 ევროა. გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულასა და 251 085 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს კალიარის 250-ქულიანი კატეგორიის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ლასლო ჯერეს დაუპირისპირდა და უშანსოდ (53 წუთში) ორ სეტში 2:6 0:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები