ლეგენდა ბრუნდება - ჰოლიფილდი 5 ივნისს იჩხუბებს
Aa
Aa

ლეგენდა ბრუნდება - ჰოლიფილდი 5 ივნისს იჩხუბებს

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, ევანდერ ჰოლიფილდი რინგს უბრუნდება. ავტორიტეტული გამოცემის, Sports Illustrated-ის ინფორმაციით, 58 წლის ჰოლიფილდი კევინ მაკბრაიდის წინააღმდეგ იჩხუბებს.

ბრძოლა საჩვენებელი იქნება, 5 ივნისს გაიმართება და მოკრივეები რინგზე 8 რაუნდს გაატარებენ. თითოეული რაუნდი 2 წუთს გაგრძელდება და ისინი თავის დამცავების გარეშე იჩხუბებენ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

Sports Illustrated-ის ცნობით, მაკბრაიდთან დაპირისპირების შემდეგ, ჰოლიფილდი ჩხუბის გაგრძელებას აპირებს და ირლანდიელის შემდეგ, ტაისონთან ბრძოლა სურს. სხვათა შორის, „რკინის მაიკმა“ კარიერის ბოლო ბრძოლა სწორედ მაკბრაიდის წინააღმდეგ გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები