მონტე-კარლო: ნადალმა და ჯოკოვიჩმა გამარჯვებით დაიწყეს
Aa
Aa

მონტე-კარლო: ნადალმა და ჯოკოვიჩმა გამარჯვებით დაიწყეს

საჩოგბურთო სამყაროში თიხის სეზონი დაიწყო. სტარტი აიღო მონტე-კარლოს მასტერსმა, რომელიც გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა.

პირველი მატჩები გამართეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა. ესპანელი მატადორი დელბონისს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად ორ სეტში 6:1 6:2 გაიმარჯვა.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, სერბი ჩოგბურთელი ამომავალ ვარსკვლავს იანიკ სინერს შეხვდა ორ სეტში მარტივად 6:4 6:2 დაამარცხა.

საკუთარი მატჩი მოქმედმა ჩემპიონმა ფაბიო ფონინიმაც მოიგო. იტალიელი ჩოგბურთელი ჯორდან ტომპსონს შეხვდა და ორ სეტში 6:3 6:3 იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ფონინიმ 2019 წელს მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში დუსან ლაიოვიჩი დაამარცხა.

ცნობისთვის, შემდეგ ეტაპზე რაფაელ ნადალი კარგად ნაცნობ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება. ჯოკოვიჩი დანიელ ევანსს შეხვდება, ხოლო ფონინი ფილიპ კრაინოვიჩს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები