გოგას მორიგი პროდუქტიული მატჩი - ინდიანამ ჰიუსტონი დაამარცხა
Aa
Aa

გოგას მორიგი პროდუქტიული მატჩი - ინდიანამ ჰიუსტონი დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი გამარჯვება იზეიმა და დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „ჰიუსტონ როქეთსს“ სძლია. ქართველი ცენტრის გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქეზე 20-ით მეტი ქულა ჩააგდო და კომფორტული უპირატესობის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებია - 132:124.

ბითაძემ პარკეტზე 11 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და საკუთარ გუნდს 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. გოგამ 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი გააცუდა და თითო-თითო დაკარგვა და პერსონალური ფოლი ჰქონდა.


„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. მალკოლმ ბროგდონმა და დომანტას საბონისმა 23 და 22 ქულა გაიფორმეს, ჯერემი ლემბი კი 18 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანას“ 26 მოგება და 28 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს გამართავს და „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები