გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "ჰოლანდი თითქმის შეუჩერებელია"

„დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ, პეპ გუარდიოლამ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

პეპმა ჰოლანდის პლუსები ჩამოთვალა და მას თითქმის შეუჩერებელი ფეხბურთელი უწოდა:

„ვფიქრობ, რომ ჰოლანდი თითქმის შეუჩერებელია. მისი განეიტრალების საუკეთესო გზა გუნდისთვის ბურთის ფლობის შეზღუდვაა. მათ უნდათ ბურთი, ის სჭირდებათ. ასე რომ არ მისცეთ მისი გაკონტროლების საშუალება.

საამისოდ ჩვენ საკუთარი კარისგან შორს უნდა გვეთამაშა და ვფიქრობ, ეს ორივე შეხვედრაში მოვახერხეთ.

ჰოლანდი კარგი ფეხბურთელი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ის სწრაფია. მისი სათამაშო დონე, თუ როგორ იღებს ბურთს პირველი შეხებისას, როგორ უკავშირდება თანაგუნდელებს, ასევე ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებისას და დამაგვირგვინებელ ფაზაში.

ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მომავალში უფრო ძლიერი გახდება“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ნორვეგიელის შეძენით ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით „დორტმუნდს“ ჰოლანდის თაობაზე კონკრეტული წინადადება არცერთი კლუბისგან არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები