მონტე-კარლო: ევანსმა ჯოკოვიჩი 2 სეტში დაამარცხა!
Aa
Aa

მონტე-კარლო: ევანსმა ჯოკოვიჩი 2 სეტში დაამარცხა!

მონტე-კარლოს მერვედფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი დანიელ ევანსს დაუპირისპირდა და მოულოდნელად ორ სეტში 4:6 5:7 დამარცხდა.

ამერიკელი ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებაზე შესანიშნავად ასპარეზობდა ურთულეს მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო.

ევანსი საოცარ გზას გადის. პირველ წრეში მან დუსან ლაიოვიჩი სამ სეტში 6:3 6:7 6:2 დაამარცხა. შემდეგ რაუნდში ამერიკელმა ჰურბერტ ჰურკაჩი 2 სეტში 6:4 6:1 იმსხვერპლა, ხოლო მერვედფინალში, როგორც უკვე მოგახსენეთ ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა ასპარეზობას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ჩოგბურთელები კარიერაშ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მეოთხედფინალში ევანსი  კიდევ ერთ გამოცდილ ჩოგბურთელს დავიდ გოფინს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ამჟამად 30 წლის სპორტსმენი ATP რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს. ასევე გეტყვით, რომ ევანსი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ჯოკოვიჩი 2021 წელს დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები