ფლიკს ბაიერნში ალეგრი შეცვლის?
Aa
Aa

ფლიკს ბაიერნში ალეგრი შეცვლის?

მიუნხენის „ბაიერნში“ არეულობაა. ჰასან სალიჰამიჯიჩსა და ჰანსი ფლიკს შორის კონფლიქტია. ამის გამო სპორტულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ 56 წლის სპეციალისტი „რეკორდმაისტერს“ დატოვებს და გერმანიის ნაკრებში წავა სამუშაოდ.

SportMediaset ირწმუნება, რომ მიუნხენში ფლიკის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ ვარიანტად „იუვენტუსის“ ყოფილი თავკაცს მასიმილიანო ალეგრის განიხილავენ.

Die Roten წერს, რომ „ბაიერნის“ შეფები თავდაპირველად ჰანსის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებდნენ, თუმცა ალეგრის ვარიანტმა შესაძლოა მათი აზრები შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“ 2019 წელს გაათავისუფლეს და ამის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი უსამსახუროდ არის. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი იტალიაში აპირებდა კარიერის გაგრძელებას, თუმცა შესაძლოა „ბაიერნი“ მისთვის იდეალური ვარიანტი იყოს.

რა ხდება "ბაიერნში"?

როგორც უკვე მოგახსენეთ, სალიჰამიჯიჩსა და ჰანსი ფლიკს შორის კონფლიქტია. ამის მთავარი მიზეზი კი ჰასანის ტრანსფერების საკითხში ჩარევაა. "რეკორდმაისტერის" სპორტულ დირექტორს სურს, რომ ტრანსფერების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს და თავად გადაწყვიტოს ვინ წავა და მოვა გუნდში. ეს ყველაფერი კი ფლიკისთვის მიუღებელია.

ვინ ვის მხარეს არის "ბაიერნში"?

გერმანული გავლენიანი გამოცემა BILD წერს, რომ „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

BILD-ის ინფორმაციით, ოლივერ კანს შეუძლია მთავარი ფუგირანტი იყოს ფლიკის და სალიჰამიჯიჩის კონფლიქტში. ვიგებთ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰანსის მხარეს იჭერს. ამ დროს კი ული ჰიონესი და ჰერბერტ ჰაინერი ჰასანის მხარეს დგანან. ოლივერ კანის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკს ჩემპიონთა ლიგის 6 გზის გამარჯვებულთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები