Aa
Aa

"ის ბრმა ცხენს ჰგავს" - ვან დერ ვაარტი ტიმო ვერნერს აკრიტიკებს

ნიდერლანდების ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილ ნახევარმცველს რაფაელ ვან დერ ვაარტს სურს, რომ "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ჰაკიმ ზიეჩმა ტიმო ვერნერის ნაცვლად ითამაშოს.

„ძირითად შემადგენლობაში ვერნერის ნაცვლად ზიეჩი უნდა იყოს“ - ამბობს ვან დერ ვაარტი, რომელმაც გერმანელ თავდამსხმელს ბრმა ცხენი უწოდა.

ვერნერი და ზიეჩი „ჩელსიში“ გასულ ზაფხულს მოვიდნენ. ისინი ფრენკ ლამპარდის დიდ ახალ პროექტში შედიოდნენ, მაგრამ პრემიერ ლიგაში ჯერჯერობით ვერცერთი ვერ ბრწყინავს.

რა თქვა ვან დერ ვაარტმა?

„ჰაკიმს ყოველთვის შეუძლია თავდამსხმელი საგოლე გადაცემებით მოამარაგოს. ის ჟირუს ძალიან სჭირდება. მაუნთი სწორედ ამას აკეთებს და მასთან ერთად ზიეჩიც, რომ თამაშობდეს, „ჩელსი“ გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ტიმო ვერნერი ძალიან სწრაფია და შესაძლოა მისი ეს თვისება „ჩელსის“ გასვლითი მატჩებისთვის გამოსადეგიც იყოს, თუმცა გერმანელი მხოლოდ თავს ქვემოთ ხრის და წინ გარბის. ამ ყველაფერს კი შედეგი არ მოაქვს. ის ბრმა ცხენს ჰგავს.“

ზიეჩის და ვერნერის სტატისტიკა

ტიმო ვერნერი ლონდონურ კლუბს 2020 წლის ზაფხულში 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელმა შემტევმა 41 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. უკანასკნელ 29 შეხვედრაში კი მხოლოდ 2.

მსგავსად ტიმოსი, ზიეჩიც გასულ ზაფხულში შეუერთდა „არისტოკრატებს“, თუმცა მას გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. ჯამში მოროკოელმა „ჩელსის“ მაისური 29-ჯერ მოირგო და მხოლოდ ერთი მატჩში გაატარა სრულად 90 წუთი მინდორზე.

ჩატარებულ 29 შეხვედრაში ჰაკიმმა 4 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შესრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები