დი მარციო:
Aa
Aa

დი მარციო: "ლუკა გაგნიძე იუვენტუსის სკაუტების სიაშია"

თბილისის „დინამოს“ 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ევროპული გრანდების ინტერესის არეალში მოექცა. ყველაზე დიდ ყურადღებას კი ტურინის „იუვენტუსის“ სკაუტები იჩენენ. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

გაგნიძემ თბილისის ''დინამოს'' რიგებში სადებიუტო მატჩი 2020 წლის 3 ნოემბერს ჩაატარა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ჩისკოს გუნდმა გორის ''დილა'' სტუმრად დაამარცხა და გაგნიძე თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. გასულ სეზონში გაგნიძემ საქართველოს ჩემპიონატის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარე სეზონში კი ნემსაძე რეგულარულად ათამაშებს, 18 წლის ტალანტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 8 შეხვედრაში 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

„იტალიაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას აკვირდებიან. ქართული ფეხბურთი განვითარების პროცესშია. ქართველებს უკვე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ევროპაში ძალიან მოსწონთ.

ქართველი ფეხბურთელებით მეორე ხარისხოვანი კლუბები არ ინტერესდებიან. „იუვენტუსის“, „ბარსელონას“ და „მანჩესტერ სიტის“ აკადემიებმა ქართველი ტალანტები შეამჩნიეს. ლუკა გაგნიძეს იტალიური კლუბები აკვირდებიან და მის სანახავად საქართველოში სკაუტებიც კი წავიდნენ.

ვინ არის გაგნიძე? ის ამპლუით ნახევარმცველია. 2003 წელს დაიბადა, თუმცა ასაკის მიუხედავად მაღალი არ არის და არც ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევა, თუმცა ლუკა შესანიშნავად კითხულობს თამაშს. მცირე ასაკის მიუხედავად, ის ისეთი მნიშვნელოვანი კლუბის შემადგენლობაში თამაშობს, როგორიც „დინამო“ თბილისია. 8 ჩატარებულ შეხვედრაში მან 1 გოლი გაიტანა და ორი ასისტი შეასრულა.

ლუკას იტალიაში ბევრი ადევნებს თვალს. ტურინის „იუვენტუსი“ მას ჯერ კიდევ გასულ წელს სანაკრებო ბატალიების დროს აკვირდებოდა. ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა გაგნიძე „იუვენტუსის“ სკაუტების სიაშია. თავად ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს.“ - წერს დი მარციო „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ grandhotelcalciomercato.com-ის ლინკზე.

Classe 2003, il suo nome è nelle liste di diversi club di Serie A ???? https://bit.ly/3aeffAf

Posted by Gianluca Di Marzio on ხუთშაბათი, 15 აპრილი, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები