Aa
Aa

კროოსის ძმა: "მატჩამდე 20 წუთით ადრე, მე-2 ბუნდესლიგის თამაშზე მეჩატავებოდა"

ტონი კროოსის ძმა, ფელიქს კროოსი, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია, „რეალის“ ვარსკვლავის შესახებ საუბრობს და საინტერესო დეტალს ასაჯაროვებს.

ტონის სიმშვიდე და სამაგალითო ნერვული სისტემა ტელეეკრანიდანაც კარგად ჩანს, მისი ძმა კი ამბობს, რომ კიდევ უფრო შთამბეჭდავი ცხოვრებისეული წვრილმანებია, რომელთა ნაწილზეც მან DAZN-თან ილაპარაკა.

„შეგიძლია, ტონის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე 5 წუთით ადრე მიწერო და ის გიპასუხებს. მაგალითად, „ლივერპულისა“ და „რეალის“ განმეორებითი მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 20 წუთი რჩებოდა, როცა მე და ის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის შეხვედრას განვიხილავდით.

ეს გახლდათ „ოსტაბრუკისა“ და „რეგენსბურგის“ თამაში, რომელიც „რეგენსბურგმა“ 1:0 მოიგო. „ოსნაბრუკი“ ჩემი გუნდის უშუალო კონკურენტია, თუმცა „რეგენსბურგიც“ ახლოსაა და ტონის ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა, შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო. იგი არ დამეთანხმა და მითხრა, რომ „ოსნაბრუკის“ წაგება უკეთესია, რადგან ახლა გუნდი უფრო რთულ მენტალურ მდგომარეობაშია“.

როგორც ვნახეთ, „რეალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ენფილდზე“ გამართული მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ისევე როგორც, ბრწყინვალე იყო მადრიდულ შეხვედრაში, რომელშიც საგოლე პასიც გააკეთა.

მისი ძმა, ფელიქსი კი თამაშობს „აინტრახტ ბრაუნშვაიგში“, რომელსაც მე-2 ბუნდესლიგაში დასარჩენად ბრძოლა უწევს. ბრაუნშვაიგელები 28 ტურის შემდეგ პლეი-აუტის ზონაში მყოფ „ოსნაბრუკს“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ, „რეგენსბურგს“ კი მათზე 5 ქულით მეტი აქვს.

ამპლუით ნახევარმცველ ფელისს მე-2 ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლიც შეაგდო. იგი გასულ სეზონში ბუნდესლიგაში გამოდიოდა და „უნიონ ბერლინის“ ღირსებას იცავდა, იქამდე კი ბრემენის „ვერდერისა“ და როსტოკის „ჰანზას“ ფეხბურთელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები