უმედლოდ დარჩა - ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
Aa
Aa

უმედლოდ დარჩა - ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ქალთა ნაკრების ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კოსოვოელ ნორა გიაკოვას დაუპირისპირდა და იპონით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა პირველ რაუნდში უკრაინელი მარია სკორა დაამარცხა. მეორე რაუნდში იგი იანა ციგლერს დაუპირისპირდა და იპონით აჯობა, მეოთხედფინალში კი სარა ლეონე სისიკესთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. ლიპარტელიანმა სანუგეშო წრის პირველ ბრძოლაში ნელსონ ლევის სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილი პირველ რაუნდში ჟოანა დიუგუ დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში შვეიცარიელ კოხერთან დამარცხდა. ამავე წონაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა საწყის რაუნდში ჟოანა რამოსთან წააგო.

ვაჟთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ წრეში დაისვენა და ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, თუმცა ისრაელის წარმომადგენელი, კოკოლაიევი ვერ დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები