ევროპის ჩემპიონატი: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვარშავაში 19-დან 25 აპრილის ჩათვლით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. დღეს ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში 10 მოჭიდავით წარსდგება:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ირაკლი ძიმისტარიშვილი

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - ჯონი ხეცურიანი

72 კგ - შმაგი ბოლქვაძე

77 კგ - საჩინო დავითაია

82 კგ - აივენგო რიკაძე

87 კგ - თორნიკე ძამაშვილი

97 კგ - გიორგი მელია

130 კგ - იაკობ ქაჯაია

ვლადიმერ გეგეშიძის ხელმძღვანელობით სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ბექა როყვასთან, შალვა გადაბაძესთან და შმაგი სალთხუციშვილთან ერთად საქართველოს ნაკრები ევროპირველობის წინ დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის.

პოლონეთში გუნდი 21 აპრილს გაემგზავრება და 23-25 აპრილს იასპარეზებს.

განრიგი:

23-24 აპრილი - 55-63-77-87-130 კგ

24 25 აპრილი - 60-67-72-82-97 კგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები