კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "ვამაყობ, რომ ბარსელონას მწვრთნელი მქვია"

სამეფო თასის ფინალში „ბილბაოს“ (4:0) დამარცხების შემდეგ, რონალდ კუმანმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

„გუნდი შევცვალეთ. ბარსამ ყველა ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ. სეზონში პირველი თასი მოვიგეთ და ახლა ლა ლიგისთვის ბრძოლას განვაგრძობთ.

ტიტულის მოგება ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან კარგად იცით, რომ მწვრთნელის ბედი შედეგებზეა დამოკიდებული. ფეხბურთელებმა პირველივე დღიდანვე იბრძოლეს, თუ ვინმემ ამ თასის მოგება დაიმსახურა, პირველ რიგში ეს ბლაუგრანაა.

ვამაყობ, რომ ბარსელონას მწვრთნელი მქვია. ბიჭებს ამ პერფორმანსისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მათ ყველას აჩვენეს, რომ გამარჯვება სწყურიათ.

მესი? არავინ იცის რა მოხდება. ის თავად გადაწყვეტს თავის მომავალს. როგორც პრეზიდენტმა თქვა, კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ლეო აქ მრავალი წლით დარჩეს. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ლეომ გუნდს ულიდერა, რომელიც ფენომენალური იყო.

ხალხი ხედავს, რომ გუნდი პირველივე დღიდან მუშაობს, ახალგაზრდა მოთამაშეები ჩვენი მამავალია. ჩვენ გვირაბის ბოლოში არ ვართ, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ“.

„ბარსელონამ“ კოპა დელ რეი ისტორიაში 31-ედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები