მესი:
Aa
Aa

მესი: "ამ სიამოვნებას ვიმსახურებდით"

სამეფო თასზე „ბილბაოსთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ, ლეო მესიმ პრესასთან კაპიტნის რანგში თავის პირველ მოგებულ თასზე ისაუბრა:

„ესპანეთის თასის მოგება რთული იყო. ამ სიამოვნებას ვიმსახურებდით. განსაკუთრებული გრძნობა იყო, როცა კაპიტნის ამპლუაში პირველი ტიტული ავღმართე, კლუბის მაისურით, რომელსაც ცხოვრება მივუძღვენი.

პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ნახევარში ბილბაომ ტემპს მოუკლო და მომენტით ვისარგებლეთ. ფლანგზე ბურთს მოთმინებით ვათამაშებდით.

გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და ახალგაზრდებს შანსი მიეცა. ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა უფრო ძლიერი ხდება. რა თქმა უნდა, ლა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. ბევრი მატჩია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

უცნაურია თასის მოგება და შემდეგ ქომაგებისა და ოჯახის წევრების გარეშე აღნიშვნა“.

მესიმ კოპა დელ რეის ფინალებში 9 გოლის გატანა შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ლეომ ლეგენდარულ ტელმო სარას გადაასწრო.

„ბარსა“ ლა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს. კუმანის გუნდი „ატლეტიკოს“ 2, ხოლო „რეალს“ 1 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტური რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები