ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "ჩვენი თამაშით ბედნიერი და ამაყი ვარ"

ტომაშ ტუხელმა Fa Cup-ზე „მანჩესტერ სიტის“ დამარცხების (1:0) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მისი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ტუხელის თქმით, ის შემადგენლობას მეტოქიდან გამომდინარე არჩევს:

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩვენი თამაშით. საუკეთესო მწვრთნელისა და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ზიეჩმა ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან და პრემიერლიგაში ლივერპულთან ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ განსხვავებულ მიდგომას ვარჩევთ. მეტოქიდან გამომდინარე უფრო მეტ მორბენალ მოთამაშეს ვიყენებთ, ჰაკიმი კი უფრო მეტად დრიბლინგის მოყვარულია, პასებს ასრულებს.

გადაწყვეტილებები არასდროს არის პირადული, ეს ზოგჯერ მოთამაშეთაგან გამომდინარეობს. ზიეჩმა აჩვენა, რომ ის მზად არის, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩაერთო. ასევე ვარჯიშებზე, რასაც იგი აკეთებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ახლა გადამწყვეტი კვირები მოდის და ვერავინ დაისვენებს. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ - ასევე უნდა განვაგრძოთ. ვინც მოედანზეა, მან იქ ყოფნა 100%-ით უნდა დაიმსახუროს. უნდა ითამაშო ბოლომდე და აჩვენო, რომ საიმედო ხარ.

ეს ყველაფერი დავინახე ჰაკიმის შემთხვევაში, ასევე ტიმოს (ვერნერი) და კეპას (არიზაბალაგა) მხრიდანაც.

სიტისთან მატჩში ჩვენი მიზანი განსხვავების შემცირება იყო და ჩვენ ეს კარგად გავაკეთეთ. ეს ყველაფერი ჩვენი პროგრესისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ახალგაზრდა გუნდი ვართ, ახალგაზრდა მოთამაშეებით“.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან. ბუკმეიკერები წყვილში ფავორიტად ზიდანის გუნდს მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები